ბიოგრაფია:
ტეილორ ქოული დაიბადა 1984 წელს 29 აპრილს არლინგტონში, ტეხასში(აშშ). საშუალო სკოლის დასრულებისას, ტეილორს დებიუტი ჰქონდა ტელევიზიაში, WB არხის ახალ დრამაში, სერიალში 'მუდმივი ზაფხული', ერიკა სპოლდინგის როლში.
უკვე სკოლაში გოგონამ გადაწყვიტა ისე მოქვეულიყო, რომ რაც შეიძლება მეტი ცხოვრებისეული გამოცდილება შეეძინა. ქოული ვალეიბოლის სკოლის გუნდში თამაშობდა და მოგზაურობდა ქვეყანაში ოლიმპიური იუნიორების გუნდთან ერთად. მისმა შესანიშნავმა გარეგნობამ საშუალება მისცა მოგზაურობა გაეგრძელებინა, თუმცა უკვე მსოფლიოს ქვეყნებში და თან მოდელის როლში – იტალიაში, საფრანგეთში, გერმანიაში, ავსტრალიაში და ბევრ სხვა ქვეყანაში. ქოული საცხოვრებლად ნიუ–იორკში გადავიდა – ყველაფერი სამოდელო–ბიზნესში კარიერის გამო, და ცოტა ხანში მას საშალება მიეცა საკუთარი ძალები 'სამუდამო ზაფხულის' საპილოტო სერიაში ეცადა. ის ეწვია დედას და მომობილს, მსახიობს შოუნ კრისტიანს, ლოს–ანჟელესში იმის შემდეგ, რაც სინჯები გაიარა სერიალის პროდიუსერებთან – და ერიკა სპოლდინგის როლი მისთვის მთავარ როლად იქცა. მსახიობი მუსიკალური ვიდეო პოპ–როკ მუსიკოსის რაიან კაბერის «True» გადაღებებში მონაწილეობდა და ასევე როკ ჯგუფის «Papa Roach» კლიპში «Scars». მოწვეული ვრსკვლავის სახით ის მონაწილეობდა «Provenance» –ის ეპიზოდში შოუ არხის WB «Supernatural», სადაც სარა ბლეიკის როლი შეასრულა, სექსუალური გმირი, რომლითაც დაინტერესდა სემ ვინჩესტერი.(მსახიობი ჯარედ პადალეკი). ასევე მსახიობი შემჩნეულია ასეთივე როლში სერიალში «NUMB3R» ტელეარხზე CBS. კოულმა ითამაშა კრიმინალური სერიალის «C.S.I. დანაშაულის ადგილი' ეპიზოდში ბიანკა დესმონდის როლი და გამოჩნდა პროექტში «Wonder Woman», ამერიკულ ფანტასტიურ ექშენში. მსახიობმა მთავარი როლი შეასრულა ჰორორ–რემეიქში «April Fool's Day». ამის გარდა, ქოულმა მონაწილეობა მიიღო კომედიურ მოკლემეტრაჟიან დეშ მაიოკის ფილმში «That Guy», ნიმ ბარნეტის სპორტულ დრამაში «All You've Got». მსახიობმა მონაწილეობა მიიღო კომედიაში «Movin G», ალექსის როლი განასახიერა ექშენში «Loaded», ჯენიფერი კომედიაში «An American in China» და ჯეისი ჩეიზი ჯერი ლივლის კრიმინალურ დრამაში «Finish Line». ქოულმა თავი გამოაჩინა ორ კომერციულ პროექტში – მონაწილეობა მიიღო კბილის პასტის «Crest» და დეზოდორანტის «Old Spice» სარეკლამო რგოლში. ასევე ქოული მონაწილეობდა ფირმის «Dooney & Bourke» სარეკლამო კამპანიაში.
გადმოწერა1 გადმოწერა2
|